ერთი წელი ციხეში - ცხოველის მიტოვების გამო
ერთი წელი ციხეში - ცხოველის მიტოვების გამო
იტალიაში, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში, ხელისუფლება უსახლკარო ძაღლების მიმართ დიდ ზრუნვას იჩენს. ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წარმატება ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობის ფართომასშტაბიან პროპაგანდას შეიძლება მივაწეროთ.

ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში ბავშვებს უტარდებათ სიკეთისა და ცხოველებთან ეთიკური მოპყრობის გაკვეთილები, რომლებსაც ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ატარებენ. თავშესაფარში მოხალისედ მუშაობა ისევე პრესტიჟულად ითვლება, როგორც ცხოველების თავშესაფრიდან აყვანა.

პატრონების მიერ მიტოვებული ძაღლების შემცირების მიზნით, ხელისუფლებამ უდიერი პატრონების მიმართ დასჯის გამკაცრება გადაწყვიტა.

იტალიის მოქალაქეები, რომლებიც ცხოველის ქუჩაში გაგდებას გაბედავენ, შესაბამისად დაისჯებიან. ეს შეიძლება იყოს ჯარიმა 10
000 ევროს ოდენობით, პირობითი სასჯელი, ან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ასევე, მათ მიმართ, ვინც ქუჩაში
ცხოველს მანქანით დაეჯახა (განურჩევლად შინაურს, თუ გარეულს) და დახმარების გარეშე მიატოვა, იტალიის კანონმდებლობა ასევე დასჯას ითვალისწინებს. ამჟამად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რომელიც ცხოველებს შეეხება, მძღოლი ვალდებულია ცხოველთა პოლიცია გამოიძახოს.

მთელი იტალიის მასშტაბით მოქმედებს ე.წ. “მწვანე ნომერი”. მასზე დარეკვით შეიძლება გაჭირვებული ცხოველის დახმარება, იქნება ეს პატრონის მიერ მიტოვებული თუ ავტოტრანსპორტის მიერ გატანილი ველური ცხოველი.

ცხოველთა დაცვის სოციალური პროგრამებისა და მოქმედი კანონის დახმარებით, უსახლკარო ცხოველების რაოდენობა იტალიაში დღითიდღე მცირდება.

maia
თუ დაიჭერენ და ციხეში მისი შენახვის ხარჯებს მოიმატებენ,თორემ 10 000 ევროს კი არა 1000 ლარსაც ვერ მიიღებენ შვილის მიმტოვებელი ადამიანისაგან.
gogishvili
გაკვეტილები რომ უტარდებატ სიკეტეზე ,ზალიან მომეტონა...აქაც გვინდა კარგი კანონი,რომელიც დაიცავს ცხოველებს
tamzira qadaria
შვილების მიტოვებაზე შემოიღონ სასჯელი რამდნ მიტოვებულ ბავშვს ენგრევა ცხოვრება
otari
ჩვენ როდის მივალთ მაგ დონემდე, არადა ევროპელობა კი გვინდა.
მარინე მელაძე
ნეტავ ჩვენთანაც შემოიღონ ეგეთი კანონები!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?