შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე, - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.
შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან ორ წლამდე.
ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო
პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
"სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტი, რომელიც თავის მხრივ, "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" ახალ კანონს უკავშირდება, პარლამენტის ბიუროს 13 მაისის სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტი ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციება მოამზადეს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.
წყარო: interpressnews