კიკვიძის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს
კიკვიძის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს.

განზრახ დაზიანებულია პლასტმასის ბოთლების ჩასაყრელად განკუთვნილი მილი და სენსორები. სამწუხაროდ, ეს აპარატების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის.

ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა, გამოძიება სსკ–ს 187–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ თბილისს, მის ინფრასტრუქტურას და ყველაფერს, რაც დედაქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება. ასევე გავითვალისწინოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტი დასჯადია.

Zooclub

თბილისში მიუსაფარი ძაღლების კვებისთვის განკუთვნილი 3 აპარატი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიდგა და ისინი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში
მუშაობს. მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილი აპარატების მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია - პლასტმასის 0.5-ლიტრიანი სტანდარტული ბოთლის ჩაგდების
შემდეგ, ძაღლის საკვები ჩამოიყრება. დისპანსერში წყლის ჩასხმის შემდეგ კი, მიუსაფარი ცხოველი წყლის დალევას შეძლებს.

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
რა მნიშვნელობა ააქვს?
ისე ხალხსაც ხომ არ დაუდგავდით ბატონო კახა საჭმელის აპარატებს? ხალხი ურნებში დაეძებს საჭმელს. მაგრამ თქვენ სად გცალიათ? სელფებს იღებთ
:))
სულ მიკვირს, სად იზრდებიან ესეთი არაადამიანები. თუ გაკეთება არ შეგიძლიათ კეთილი საქმის, სხვის გაკეთებულს და ნაწვალებს მაინც ეცით პატივი! ვისაც ცხოველები არ უყვარს, პრინციპში ადამიანებად არც ითვლებიან.
დათო
ძალიან კარგი თუ დააზიანეს,ვის გაუგია ძაღლი ღია ცისქვეშ თავის ნებაზე გაშვებული,აუტანელი ხდება ეს ყველაფერი.ჩემი მეუღლე სამსახურში ვეღარ წასულა,რამდენჯერმე კვდება შიშით სანამ სამსახურში მივა.უბანში ყველა დაკბენილი და აცრილია ამ მაწანწალა ძაღლების გამო.საკვები აპარატები კი არ უნდა დაუდგა კალაძე,არამედ თავშესაფარი უნდა ააშენოთ და ყველა მაწანწალა ძაღლი იქ მოათავსოთ და გამოკვებოთ.10 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში და მე იქ ძაღლი არ მინახია გარეთ დახეტიალობდეს უპატრონოდ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?