კომპანია "Ford"-მა შექმნა ძაღლის სახლი, რომელიც ფეიერვერკების ხმას ახშობს
კომპანია "Ford"-მა შექმნა ძაღლის სახლი, რომელიც ფეიერვერკების ხმას ახშობს
ცხოველებს მაღალი ხმა აშინებთ, ამ დროს ისინი განიცდიან ფიზიკურ დისკომფორტს, თუმცა, ავტომობილების ცნობილი კომპანია შინაური ბინადრების მფლობელებს ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია "Ford"-მა, საკუთარ ინტერნეტ პორტალზე, წარმოადგინა ძაღლის სახლი, რომელიც აღჭურვილია ხმის ჩამხშობი სისტემით.

ეს მოწყობილობა იმ შინაურ ცხოველებს დაეხმარება, რომლებსაც ფეიერვერკებისა და ჭექა-ქუხილის ეშინიათ. ადამიანისგან განსხვავებით, ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანო, ამიტომ მაღალი ხმა მათში სტრესს, შიშსა და დისკომფორტს იწვევს. ხმის ჩამხშობი სისტემა ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებს.

ცნობილია, რომ იგივე მოწყობილობა დაყენებულია "Edge"-ის ავტომობილებში, ის ამცირებს
ძრავის ხმას.

როდის გამოჩნდება ხმის ჩამხშობი ძაღლის სახლი გაყიდვაში და რა ეღირება, ამ ეტაპზე ცნობილი
არ არის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?