მობი - მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი დელფინი, რომელიც ტყვეობაში ცხოვრობდა, 58 წლის ასაკში მოკვდა
მობი - მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი დელფინი, რომელიც ტყვეობაში ცხოვრობდა, 58 წლის ასაკში მოკვდა
აფალინი, სახელად მობი, ნიურნბერგის ზოოპარკში 47 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში ის 13 დელფინის მამა გახდა - ოთხი მათგანი ნიდერლანდების, ესპანეთისა და პორტუგალიის ზოოპარკში ცხოვრობს. დელფინი 50 წლამდე ხროვის ლიდერი იყო, თუმცა, ბოლო წლებში დასუსტდა და გუნდიდან მოშორებით ყოფნა არჩია.

58 წლის მობი ნიურნბერგის (გერმანია) ზოოპარკის აუზში მოკვდა.

დელფინი მრავალი წელი ხროვას ლიდერობდა, არც ერთი მისი მოძმე მობისნაირი სიძლიერით არ გამოირჩეოდა. მან სიცოცხლის ბოლო წლებში მარტო ყოფნა არჩია: თამაშობდა მარტო ან შორიდან აკვირდებოდა თავის მოძმეებს.

Zooclub

ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მობი ძალიან ენდობოდა
თავის მომვლელებს. დელფინი მშვიდად იქცეოდა, როდესაც სისხლის ანალიზი აუღეს და წამლები დაალევინეს.

მობი კვირა დილით
საკვების მისაღებად არ გამოჩნდა. მეთვალყურემ მაშინვე შეამჩნია მისი არყოფნა. მას კვლავ აუღეს სისხლის ანალიზი, თუმცა, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. რამდენიმე საათის შემდეგ 58 წლის დელფინი მოკვდა.

Zooclub

მობი ტყვეობაში მცხოვრები ყველაზე ასაკოვანი დელფინი იყო.

აფალინები ველურ ბუნებაში საშუალოდ 25 წელი ცოცხლობენ. 

წყარო: dailymail
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?