"შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია..." კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცხოველთა თავშესაფრში გადაღებულ კადრებს გამოეხმაურა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელა თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაღებული კადრები, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქალაქის მერმა არსებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, გამოძიება 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის ცხოველთა თავშესაფარში გადაღებული კადრები, სადაც მკვდარ ძაღლებთან ერთად მომაკვდავი ლეკვიც იმყოფებოდა.

ვარაუდობენ, რომ  ლეკვი გამიზნულად მოათავსეს  მკვდარი ცხოველების ოთახში, რათა შემდგომ კადრები სოციალურ ქსელში გაევრცელებინათ, თუმცა, გამოძიება ამ ეტაპზე არ
დასრულებულა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?