თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი ტაქსა, 6 დღის შემდეგ, უდაბნოში იპოვეს
თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი ტაქსა, 6 დღის შემდეგ, უდაბნოში იპოვეს
"ორი წლის ტაქსა გასპარი 6 დღის განმავლობაში ატაკამას უდაბნოში შეშინებული მარტო დარბოდა. თვითმფრინავის დაშვებისას ძაღლი კონტეინერით მოედანზე ჩამოვარდა. მის მოძებნაში მონაწილეობდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები, ავიაკომპანიის წარმომადგენლები ა და ადგილობრივი სამხედროებიც კი",- წერს გამოცემა "Mirror"-ი.

გასპარი თავის პატრონთან - ჯენის ქავერესთან და მის მეგობართან ერთად ჩილეში მოგზაურობდა. დასვენება სასიამოვნო იყო, სანამ ისინი იკიკეში (ჩილე)  ჩავიდოდნენ. ადგილობრივ აეროპორტში დაფრენისას, მათ აღმოაჩინეს ცხოველის დამტვრეული გადამზიდი, საიდანაც ტაქსა გაქცეული დახვდათ.

აეროპორტის თანამშრომლებმა პატრონს აუხსნეს, რომ თვითმფრინავის დაშვებისას  გადამზიდი საბარგულიდან ჩამოვარდა და შეშინებული ძაღლი უდაბნოსკენ გაიქცა.

Zooclub

ჯენისიმ
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ცხოველთა მოყვარულებს ტაქსას მოძებნაში დახმარება სთხოვა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ
აეროპორტის თანამშრომლები და ადგილობრივი სამხედროები, თუმცა, გასპარის დაჭერა 6 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ამ ხნის განმავლობაში, ძაღლი რამდენჯერმე შეამჩნიეს უდაბნოში, მაგრამ ის ადამიანებს გაურბოდა.

საბოლოოდ, ადამიანების ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ტაქსა პატრონს დაუბრუნდა. ვეტერინარის თქმით, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, გასპარი ძალიან მშიერი და შეშინებული იყო.

Zooclub

"ის იყო ჭუჭყიანი, შეშინებული და მშიერი. 6 დღის განმავლობაში მშიერი დადიოდა უდაბნოში და რამდენიმე კილო დაიკლო", - ამბობს ვეტერინარი.

Zooclub

საბედნიეროდ, პოვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ძაღლი დამშვიდდა და თავის წონას ნელ-ნელა უბრუნდება. აღნიშნულმა ავიაკომპანიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რის შედეგადაც შიდა გამოძიებას აწარმოებს.

ასევე იხილეთ:

ბავშვს თავისი დაკარგული ძაღლის პოვნის იმედი აღარ ჰქონდა, 8 თვის შემდეგ მეზობელმა მას სიურპრიზი გაუკეთა

ქარიშხლის დროს დაკარგული კატა პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა

ეს ძაღლი თავის ოჯახთან შესახვედრად მიდის, მაგრამ როგორი რეაქცია აქვს მისი ხილვისას პატრონს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?