error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/709a3face346c246012ad91d583fa07c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ აბრას ცხოველთა მოყვარულების უკმაყოფილება მოჰყვა
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ აბრას ცხოველთა მოყვარულების უკმაყოფილება მოჰყვა
ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზეა გადაღებული.

ფოტოზე კარგად ჩანს აბრა, წარწერით: "არ გამოკვებოთ ძაღლები". როგორც ჩანს, განაწესის დარღვევის შემთხვევაში, პირი 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ამ ფაქტს ცხოველთა მოყვარულების დიდი აღშფოთება და უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან საკრებულოს დადგენილებით, ქუჩაში ძაღლის გამოკვება საქართველოს არც ერთ ქალაქში ადმინისტრაციულ ჯარიმას არ ითვალისწინებს.

Zooclub

Zooclub.ge რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. მათი თქმით,  ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია  სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყვეს.

"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ავტობაზრობის ადმინისტრაციამ თვითნებურად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენც სოციალური
ქსელით შევიტყვეთ ამის შესახებ, ზედამხედველობის სამსახური საქმის კურსშია და ხვალ აუცილებლად გაარკვევენ, რატომ დგას ეს
ნიშანი ავტობაზრობაზე და მოაგვარებენ ამ პრობლემას."  

სოციალურ ქსელში ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით,  2 ივლისს ავტო ბაზრობის ადმინისტრაცია განცხადებას გააკეთებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?