zooclub.ge-მ ძაღლების საერთაშორისო გამოფენის გამარჯვებული დააჯილდოვა (+ვიდეო)
10 ივნისს რიყის პარკში სპორტულ კინოლოგიური ლიგის ორგანიზებით ძაღლების საერთაშორისო გამოფენა „international dog show tbilisi” გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში კონკურსი ეტაპობრივად - ჯიშების მიხედვით მიმდინარეობდა და მასში 200-ზე მეტმა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. ინტერნეტ ზოო მაღაზია zooclub.ge-მ კონკურსში მონაწილეებს ფასდაკლების ვაუჩერები, ხოლო გამოფენის გამარჯვებულს 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. გამარჯვებული კი როტვეილერი "ანჟი" გახდა.

ძაღლის პატრონმა ქალბატონმა ლანა ჩიჯავაძემ, რომელიც ამავდროულად როტვეილერების ძაღლსაშენის "ROT FRAU FORTUNA"-ს მეპატრონეც არის - zooclub.ge-ს საიტზე მშრალი საკვები "ბრეკისი BED COMPLET" და "მიგლიორის" საქონლის კონსერვი აირჩია.

zooclub.ge-ს პროექტის მენეჯერმა
მიხეილ სტალინსკიმ შერჩეული პროდუქტი გამარჯვებულს და მის მეპატრონეს პირადად გადასცა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?