დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ II-ს მისი პირველი კორგის უკანასკნელი შთამომავალი მოუკვდა
დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ II-ს მისი პირველი კორგის უკანასკნელი შთამომავალი მოუკვდა
14 წლის სამეფო კორგს, სახელად ვილოუს, განუკურნებელი დაავადების შედეგად, ევთანაზია გაუკეთეს. იგი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის საყვარელი შინაური ბინადარი იყო. როგორც ცნობილია,  ვილოუ იყო დედოფლის პირველი ძაღლის უკანასკნელი შთამომავალი, რომელიც 18 წლის ელისაბედს მამამ, მეფე ჯორჯ IV-მ  აჩუქა. ეს ძაღლი ჟღალი უელსური კორგი, სახელად სუზანი, იყო. ბუკინგემის სასახლიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფალი განსაკუთრებით იყო შეყვარებული ამ ხაზის ძაღლებზე.

Zooclub

ინგლისის პრესის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გასულ კვირას, ელისაბედი ვილოუ​ს  საკუთარი ხელით კვებავდა და ეზოში სავარჯიშოდაც თავად გაჰყავდა, თუმცა, შაბათ დღეს ძაღლი ძალიან
ცუდად გახდა, გამოიძახეს ვეტერინარი და დედოფალმა საყვარელი ბინადრის ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ ახლა
მის აღმატებულებას სამი ძაღლი ჰყავს - ორი დორგი (ტაქსას და უელსური კორგის მეტისი) და კორგი, სახელად უისფერი, რომელიც დედოფალმა გასულ წელს აიყვანა, რადგან ცხოველის საყვარელი პატრონები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. ისინი სანდრინგემის სასახლეში მუშაობდნენ და ელისაბედთან დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებდათ.

ძაღლის სიკვდილს ოფიციალურად არ აცხადებენ, თუმცა, ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ დედოფლისთვის ვილოუს სიკვდილი დიდი ტრაგედია იყო. 


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?