ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლი ტბაში ძაღლის დასახმარებლად გადახტა
ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლი ტბაში ძაღლის დასახმარებლად გადახტა
მიუხედავად ოფიციალური სტატუსისა, ყოფილმა ფოტომოდელმა, მარსელ ტემერმა შინაური ცხოველი გასაჭირში არ დატოვა.

ბრაზილიის პირველი ლედი, მარსელა ტემერი შვილთან ერთად პრეზიდენტის სასახლის ბაღში სეირნობდა, როდესაც ტბაში ჩავარდნილი უმწეო ძაღლი შენიშნა. ეს აღმოჩნდა პირველი ლედის შინაური ცხოველი - ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლი, სახელად პიკოლო, - წერს საკუთარ პორტალზე "BBC"-ი.

Zooclub

პიკოლომ წყალში რაღაც შენიშნა და ჩახტა, თუმცა, ნაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლო. შეშინებული მარსელა ძაღლის დასახმარებლად ტბაში გადაეშვა.

სიახლოვეს იმყოფებოდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ძაღლის დახმარებაზე უარი განაცხადა. ამ ინციდენტის შემდეგ, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გელა
დაცვის ტანამშრომელი არც უნდა გადამხტარიყო წყალში, რა სისულელეა. იქნებ ამ მომენტში ტერაქტია ან თავდასმაა მით უმეტეს პრეზიდენტის ცოლი ყოფილა.ან იქნებ სულაც ცურვა არ იცის კაცმა.
გიორგი
ამ ლედიმ კარგი საქციელი კი ჩაიდინა, მაგრამ დაცვის თანამშრომლისადმი საქციელი არაადამიანური იყო. წარმომიდგენია, რა წიკვინს ატეხდა იქ.. თუ სურდა, აეყვანა ძაღლის მცველი ცალკე! დაცვის წევრს იმის უფლებაც კი არ აქვს პროტოკოლით, დაცვის ობიექტ ქალბატონს მძიმე ჩანთები გამოართვას, ხელები თავისუფალი უნდა ჰქონდეს...
გიორგი
მოცა და, ძაღლის შველა ამ თანამშრომლის მოვალეობაში შედიოდა??? დაქლიავდნენ სულ? და ძაღლის შველისას დაცვის ობიექტს, ანუ ძაღლის პატრონს რომ ვინმე დასხმოდა, ვინ დაიცავდა მერე? ვინ შეასრულებდა ამ კაცის პირდაპირ მოვალეობას???????
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?