მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები გარემოსა და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები გარემოსა და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ
"დაიცავი გარემო - დაეხმარე ცხოველებს", სწორედ ამ სახელწოდებით 7 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის ბაღში  ჩატარდა აქცია, რომლის ფარგლებშიც სასახლის მოსწავლეებმა გამოფინეს ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი ნამუშევრები, დარგეს ნაძვის უნიკალური ჯიშის ნერგები, ხეებზე დაამაგრეს ფრინველებისთვის განკუთვნილი საკვებურები და მიკედლებული ძაღლისთვის განათავსეს სახლი, რომელზეც სასახლის თანამშრომლები და ბავშვები დიდი ხანია ზრუნავენ. 

Zooclub

აქცია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამეცნიერო კუთხის ორგანიზებით გაიმართა.

Zooclub

სასახლის ბაღში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  "Professional Legal Consulting"-ის დირექტორმა დავით ბიჭიკაშვილმა, საპატრიარქოს ფონდის - "გაამწვანე საქართველო"-ს
წარმომადგენელმა გოჩა არონიშიძემ, თბილისი ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ და სხვებმა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა მოსწავლე ახალგაზრდობის
ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე, რომელმაც გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის აღსაზრდელებს და მეცნიერებათა კუთხის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა - "ეს დასაფასებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სწორედ აქედან იწყება სამშობლოს, ქვეყნის და ქალაქის სიყვარული."

Zooclub

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, რადგან ჩვენ თუ არ დავეხმარებით გარემოს და არ დავიცავთ ცხოველებს, შესაბამისად ეკოლოგიური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ვეღარაფერი გაუმკლავდება მის დაცვას. ბავშვებმა გააკეთეს ნამუშევრები, გამოძერწეს სხვადასხვა ცხოველები. ჩვენი მოსწავლეების  სურვილი იყო, რომ იმ ფრინველებისთვის, რომლებიც  ზამთარში ჩვენთან რჩებიან, საკვებურები გაგვეკეთებინა და ამ სახით დავხმარებოდით მათ", - ამბობს  აქციის ორგანიზატორი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი ია გოდერძიშვილი.

აქციის დასასრულს, გამწვანების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, სამეცნიერო კუთხისა და I კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა დარგეს ნაძვის რამდენიმე ნერგი და ფრინველებისთვის ხეებზე დაამაგრეს ბუდეები.

Zooclub

დღეიდან ბაღში მიკედლებული "ცუგო"  თავის ახალ სახლში თბილად დაიძინებს  და ეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგების და მათი აღსაზრდელების დამსახურებაა, რომლებსაც უყვართ ცხოველები და მათზე ზრუნავენ.

Zooclub

MANANA
ბავშვობასი სასახლეში მეც დავდიოდი, არასოდეს დამავიწყდება ის ლამაზი წლები. აქ არიან საუკეთესო პედაგოგები. გამიხარდა, რომ ასეთ კეთილ საქმეს ემსახურებიან და ბავშვებს გარემოს და ცხოველების სიყვარულს ასწავლიან
ბებე
ბრავო!!! ცხოველების რაოდენობა გაზარდეთ, ტერიტორია საკმარისია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?