აჭარაში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრების დასკვნითი ეტაპი შედგა
აჭარაში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრების დასკვნითი ეტაპი შედგა
აჭარაში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრების დასკვნითი ეტაპი შედგა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, აჭარა რიგით მეშვიდე რეგიონია, სადაც ცხოველთა რეგისტრაციის სისტემის (NAITS) საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრის ფარგლებში ვეტერინარებს, სასაკლაოს მფლობელებსა და ფერმერებს მიეწოდოთ ინფორმაცია ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა (NAITS) და იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც სასაკლაოები 2018 წლის პირველი იანვრიდან ვეღარ მოემსახურებიან არაიდენტიფიცირებულ საქონელს.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც
ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.

„შეხვედრების მიზანია ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება, მეორე მხრივ, კი მათი ჩართულობით, ყველა შესაძლო პრობლემის იდენტიფიცირება, რომელიც ახალ რეგულაციას შეიძლება ახლდეს თან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ცვლილების უმთავრეს მიზანს, ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდა და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკის მინიმუმამდე დაყვანა წარმოადგენს“, - განაცხადა ალექსანდრე ქაშიაშვილმა.

მათივე განმარტებით, იდენტიფიცირებულად ითვლება საქონელი, რომელსაც ერთ, ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. (2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლისთვის დასაშვებია ცალი საყურე ნიშანი, ხოლო 2014-დან - ორი საყურე) 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდნიშნა უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია. საყურე ნიშნები, ერთი მხრივ, იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ინახავს ინფორმაციას ბრუცელოზის აცრის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებშივე FAO-სა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს რეგისტრაცია - იდენტიფიკაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დროის უმოკლეს პერიოდში.

”აჭარა, მეცხოველეობის კუთხით გამორჩეული რეგიონია, გარდა იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში მეცხოველეობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რეგიონს გამოარჩევს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის დიდი ოდენობა ქვეყანას სწორედ აჭარიდან ტოვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აჭარაში არსებული ყველა, კერძო თუ სახელწიფო ოპერატორი მომზადებული შეხვდეს ახალ რეგულაციას”,- ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კამპანიის ფარგლებში, სასაკლაოს მფლობელებს, კერძო და სახელმწიფო ვეტერინარებს, ხორცპროდუქტების მწარმოებლებს, ამომწურავი ინსტრუქციები, გაიდლაინები და საინფორმაციო პოსტერები გადაეცათ, მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილებისთვის.
NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?