სურსათის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, ღონისძიებები ბრუცელოზის კონტროლის პროგრამის ფარგლებში სისხლის ნიმუშების კვლევის (სერომონიტორინგი) შედეგებზე დაყრდნობით, მაღალი რისკის ზონებში დაიგეგმა. ცხოველთა ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. პროფილაქტიკური ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო
სურსათის ეროვნული სააგნეტოს ცნობით, ღონისძიების დაგეგვმას წინ უძღოდა 2014 - 2016 წლებში ცხოველთა სერომონიტორინგი. აღნიშნულ პერიოდში 254,387 სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშია შესწავლილი.
“ბრუცელოზთან ბრძოლის მიზნით, გაეროსა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ბრუცელოზის სადიაგნოსტიკო მასობრივი კველევები და ვაქცინაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად ხორციელდება. ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების შემცირებას, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში, უზრუნველყოფს ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.
ბრუცელოზის საწინააღმდეგო კამპანიის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამას ახორციელებს. ვაქცინირებული პირუტყვის მეპატრონეს ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც გადაეცემა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მესაქონლეობას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ბრუცელოზით ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველისგან მიღებული აუდუღარი, ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტებით, ცხოველის მოვლისას უსაფრთხოების ზომების დაუცველობით. ცხოველებში დაავადება, ძირითადად, მიმდინარეობს უსიმპტომოდ, იშვიათად აღინიშნება: აბორტი, მომყოლის შეჩერება, გართულებული მშობიარობა. ადამიანებში დაავადება მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით: ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, მადის დაქვეითება, წონაში კლება, დეპრესია, უძილობა, სახსრების კუნთებისა და თავის ტკივილი. ბრუცელოზი ასევე იწვევს უშვილობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, თუ მათ პირუტყვს ზემოთ ხსენებული სიმპტომები აღენიშნება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ვეტერინარს.