error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/a729e6659d305a170b96a4292d0a64d2.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
უმსხვილესმა ინტერნეტ პორტალმა Amazon- მა საკუთარი ოფისის ტერიტორიაზე თანამშრომლების ძაღლებისთვის პარკი გახსნა
უმსხვილესმა ინტერნეტ პორტალმა Amazon- მა  საკუთარი ოფისის ტერიტორიაზე თანამშრომლების ძაღლებისთვის პარკი გახსნა
სიეტლის (აშშ) ცენტრში, უმსხვილესმა კომპანია Amazon-მა, საკუთარი ოფისის ტერიტორიაზე ძაღლებისთვის გასართობი პარკი გახსნა. ტერიტორიაზე თანამშრომლების ოთხფეხა მეგობრები გაერთობიან. გასართობი ადგილი პარკის სიახლოვეს მცხოვრები შინაური ცხოველებისთვისაც ღია იქნება.

გამოცემა  ”EEntrepreneur”-ის თქმით, სტადიონი მოიცავს 90 კვ.მ-ზე მეტ ფართობს, სადაც განლაგებულია ცხოველებისთვის სხვადასხვა  გასართობი მოწყობილობა. ძაღლს შეუძლია საბმელისა და ალიკაპის გარეშე სეირნობა. პარკში გაკეთებულია ძაღლების შადრევანი, სხვადასხვა პლატფორმა, ასევე  გამოყოფილია ტერიტორია სირბილისთვის.

Zooclub

"ჩვენ შეპყრობილნი ვართ ინოვაციებით და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებით. Amazon -ის კოლექტივი თვლის, რომ საქმიანობის დროს ოთხფეხა მეგობრები  გვერდით უნდა გვყავდეს,"- ამბობს კომპანიის წარმომადგენელი
ჯონ სა.

ეს Amazon-ის რიგით მეორე პარკია: პირველი განთავსებულია მთავარი ოფისის გვერდით მდებარე შენობის სახურავზე,
რომელიც ცნობილია, როგორც "Amazon-ის კოშკი".

Zooclub

გარდა ამისა, იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავს, არაერთი ბონუსი მოქმედებს. სარეგისტრაციო მაგიდაზე ყოველთვის დევს ძაღლისთვის განკუთვნილი სასუსნავები. ოფისში მდებარე წყლის დასალევი ზოგიერთი ონკანი გაკეთებულია სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის.

Zooclub

კომპანიის პორტალზე არსებობს სპეციალური გვერდი, სადაც ქვეყნდება სტატიები  Amazon-ის ძაღლების ცხოვრებაზე.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?