მეხანძრეები ქურდ ენოტებს ცეცხლმოკიდებული შენობიდან გაქცევაში დაეხმარნენ (ემოციური ვიდეო)
ქალაქ საუთ-ბენდში (აშშ, ინდიანას შტატი) სასაწყობე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შენობაში მომუშავე პერსონალმა ევაკუირება შეძლო, მაგრამ მეხანძრეებმა კედელთან კიბე დატოვეს. რისთვის გააკეთეს ეს?

საწყობებში ხშირად ბინადრობენ ცხოველები, არა მხოლოდ კატები, ძაღლები ან მღრღნელები, არამედ ენოტები, რომლებიც ხშირად იპარებიან ისეთ შენობებში, სადაც გემრიელი სასუსნავებია. გამოძახებაზე მისულმა მეხანძრეებმა იცოდნენ, რომ იქ "ოთხფეხა ქურდები" იმალებოდნენ. მათ სპეციალურად დატოვეს კიბე, რათა ცხოველებს სამშვიდობოს გამოსვლა შესძლებოდათ.

ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო. კადრს მიღმა ბავშვები იმ ენოტებს გულშემატკივრობენ, რომლებიც მათთვის დატოვებული კიბიდან ძვრებიან.

საუთ-ბენდის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდი, ინციდენტის
შემდეგ, აქვეყნებს შემდეგ განცხადებას: "ადამიანები გვეკითხებიან: "რატომ გადაარჩინეთ ენოტები?". ჩვენი პასუხი: "ხანძრის დროს სიცოცხლის და ქონების გადარჩენა
ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია.""

ასევე იხილეთ:

პოლიცია "ცოფიან" ენოტებს დასაჭერად დიდხანს დასდევდა, თუმცა, ცხოველები ნასვამები აღმოჩნდნენ

დედა ენოტმა ახალშობილი შვილები მაღაზიაში მიატოვა, მოგვიანებით მათ სამყოფელთან თანამშრომლებმა აბრა დადგეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?