მე-19 საუკუნეში ცხენების დახმარებით შენობებს ადგილს უცვლიდნენ და აი, როგორ...
მე-19 საუკუნეში ცხენების დახმარებით შენობებს ადგილს უცვლიდნენ და აი, როგორ...
მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში ათეულობით ცხენს იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულების შენობის ახალ ადგილზე გადასატანად, მათ შორის იყო საცხოვრებელი სახლებიც. იმ პერიოდში ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო მთელ ამერიკაში. ხშირ შემთხვევაში, სახლს აცლიდნენ ფუნდამენტს, ტვირთავდნენ სპეციალურ პლატფორმაზე, ხოლო ცხენებს შენობა დანიშნულების ადგილზე მიჰქონდათ.

Zooclub

ფოტო 1909 წლის მოსაწვევი ბარათიდან: 24 ცხენს გადააქვს სახლი

არა ერთი სახლი შენდებოდა, ხოლო შემდეგ იყიდებოდა და მფლობელებს ისინი თავიანთ ტერიტორიაზე მიჰქონდათ - ერთსართულიანის ფასი დაახლოებით 40 დოლარს შეადგენდა, ხოლო ორ სართულიანის ფასი 85 დოლარამდე ღირდა. ამ შემთხვევაში ცხენებს
იყენებდნენ, რათა გაყიდული შენობა ახალ მფლობელთან გადაეტანათ.

სახლი იტვირთებოდა ხის პლატფორმაზე, რომელსაც ჰქონდა ბორბლები, ხოლო
ცხენები გამწევი ძალა იყო.

Zooclub
ამერიკელი ისტორიკოსი ჯეინ სვიტლენდი თავის ნაშრომებში აღნიშნავს, რომ მე-18 და მე-19 საუკუნეებში შენობას ხშირად უცვლიდნენ ადგილს, რათა მოეძებნათ ნაყოფიერი ტერიტორია სამეურნეო საქმიანობისთვის. ასევე, ადგილობრივი კატასტროფების შემთხვევაშიც - ქარიშხალი, ხანძარი. ადგილობრივები ახალი სახლის აშენებას, იგივე საცხოვრებლის სხვა ტერიტორიაზე გადატანას არჩევდნენ.

Zooclub

დროთა განმავლობაში ცხენები სატვირთო ავტომობილებმა შეცვალა და ამ საქმეში ცხოველების გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, ამიშების ზოგიერთი თემი, სადაც შემონახულია ისტორიული ადათ-წესები, მსგავსი მიზნით ცხენებს კვლავ იყენებს.

Zooclub

2016 წელს, ილინოისში, ამიშების ყველაზე ძველი სახლი, რომელიც 1865 წელს ააშენეს, ცხენებმა გადაიტანეს. მისი დაახლოებითი წონა 45 ტონას შეადგენდა.

ეს ნახატი დათარიღებულია 1877 წლით - ცხენებს გადააქვთ სამსართულიანი სახლი ნიუ-იორკში.

Zooclub

წყარო: dailymail
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?