საოცრება - ცხენები მიწამდე ფაფრით
საოცრება - ცხენები მიწამდე ფაფრით
ოდესღაც ორეგონის (აშშ) შტატში გრძელფაფრიანი ქურანები დაქროდნენ. როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მათი მოშინაურება გადაწყვიტეს ინტერესის გამო, უფრო და უფრო გრძელფაფრიანი ჯიშის გამოყვანა დაიწყეს.

ამ ცხენების ყველაზე სახელგანთქმული შთამომავალი იყო ცხენი-საოცრება ლინუსი, რომელიც 1884 წელს დაიბადა. იგი ძმებს რუტერფორ მარიონებს ეკუთვნოდა. ლინუსი ორიგონის სილამაზის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. შემდეგში,  ძმებმა რუტერფორდებმა ცხენი  ცირკს მიჰყიდეს, სადაც იგი ნებისმიერი პროგრამის მთავარ ფიგურას წარმოადგენდა.

Zooclub

ასევე, მოვლილი ლინუსი  ნაჩვენები იყო ჟურნალ Scientific American-ში. შოუს სარეკლამო განყოფილებაში ეწერა: "4 წლის განმავლობაში, მისი ფაფარი და კუდი თვეში, დაახლოებით 3 დიუიმით
იზრდებოდა, ახლა სიგრძემ აპოგეას მიაღწია. მისი ფერია - პრიალა წაბლისფერ-მოოქროსფერო. უკანა ფეხები და სახე -
თეთრი, ფაფარი და კუდი - ნაზი, ქერა ფერისაა. მისი "თმა" აგრძელებს ზრდას ახლაც, მაგრამ შედარებით ნელა. ლინუსს ამაყად უჭირავს თავი და ეამაყება მნახველთა ყოველი აღფრთოვანებული მზერა.მისი ფაფრის სიგრძე 14 ფუტია, ხოლო კუდი - 12".

Zooclub

რა თქმა უნდა, ლინუსის ფაფარს და კუდს გულდასმით მოვლა სჭირდებოდა.  მას ყოველდღე ვარცხნიდნენ და ბანდნენ.  ფაფარი რომ არ აბურდულიყო, 4 ნაწილად ყოფდნენ. ასეთი დაზღვევის მიუხედავად, ის მაინც იბლანდებოდა.

Zooclub

ლინუსი10 წლის ასაკში, 1894 წელს  დაიღუპა. სიკვდილამდე გაუჩნდა კვიცი, სახელად ლინუს II, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც მისი მამა. რაც შეეხება ორიგონის გრძელფაფრიან საოცარ ქურანებს, სამწუხაროდ, ეს ჯიში გადაშენდა.

Zooclub

ეს ორიგონის ქურანების, კიდევ ერთი სახელგანთქმული წარმომადგენელია, სახელად Prince Imperial.


SH.P.S. NIKORA
საუბედუროდ ჩვენი,ქართული ცხენების მოდგმა,საკალბასეებში ამთავრებს სიცოცხლეს, შაურმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?