ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია
ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია
ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადასთან, ფერდობზე ყრია. სპეცდანიშნულების სამსახურებმა ლომები და ვეფხვები მას შემდეგ დახოცეს, რაც ზოოპარკის ტერიტორია დაიტბორა და ცხოველები ქალაქში გამოდიოდნენ.

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზოოპარკში მტაცებლების დიდი ნაწილი პრაქტიკულად აღარ არის. დაკარგული და ლიკვიდირებულია 20 მგელი, 8 ლომი, თეთრი ვეფხვები, ვეფხვები, აფთრები და იაგუარები. ასევე 17-დან მხოლოდ სამი პინგვინია გადარჩენილი.

გადარჩნენ ზოოპარკის ბინადრები, რომლებიც ზოოპარკის ზედა მხარეს არიან განთავსებულები, მათ შორის - გველები, სპილოები, ზებრები, ირმები, ლამურები, ცხენები, პონები, აზავერები და
თხები.

წყარო:  interpressnews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?