ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის ჯარიმა 50 ლარი იქნება (+ვიდეო)
ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის ჯარიმა 50 ლარი იქნება (+ვიდეო)
დღეიდან, დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდებიან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.

”ინსპექტორები პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ზონებში, პარკებში, სკვერებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ, სადაც დანაგვიანების შემთხვევები ხშირია. ინსპექტორების დანიშნულება ქვეითი მოძრაობაა, ისინი მანქანით არ გადაადგილდებიან. ჩვენ ფაქტს დავაფიქსირებთ და შესაბამის უწყებებს გადავცემთ, ეს არის საპატრულო პოლიცია და ა.შ. ვინც შესაბამის რეაგირებას მოახდენს”, - განმარტა დავით
დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორები მოქალაქეებს გააფრთხილებენ, რომ ნარჩენები არ დატოვონ. ისინი
სპეცსამოსით იმოძრავებენ და სამხრე კამერებითა და ფოტოაპარატებით იქნებიან აღჭურვილები.

იხილეთ ვიდეო
ცოტაა
გიორგი
ძალიან გთხოვთ ტელეფონი დაწერეთ სად უნდა დავრეკოთ, ზაჰესში ყოფილი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის ნაკელის გორა დგას. და ყოველ დღე ამ ტერიტორიაზე დავდივართ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?