error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/249da308108f75b82bc6a3c83972f4c0.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ბრიტანელი პორნოვარსკვლავი ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ გაშიშვლდა (+ვიდეო)
ბრიტანელი პორნოვარსკვლავი ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ გაშიშვლდა (+ვიდეო)
"ბრიტანელი პორნოვარსკვლავი სამანტა ბენტლი ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ გაშიშვლდა. მან ამით მაიმუნების კოსმოსში გაშვების მიმართ პროტესტი გამოხატა", - იტყობინება არაკომერციული ორგანიზაცია PETA.

აქტივისტები როსკოსმოსის პროგრამის წინააღმდეგ გამოდიან. ცნობილი გახდა, რომ 2017 წელს კომოსში გასაფრენად ოთხი პრიმატის მომზადება უკვე დასრულდა.
“თუ ეს ექსპერიმენტი განხორციელდება, რუსეთი ე.წ. კოსმიური შეჯიბრების ბნელ პერიოდს დაუბრუნდება”, - აცხადებს PETA-ს წარმომადგენელი, ელიზა ალენი.

Zooclub

ბენტლი რუსეთის საელჩოს წინ შიშველი დაწვა. მას სახე მაიმუნის მსგავსად ჰქონდა შეღებილი, თავზე კოსმონავტის შლემი ეხურა. ბენტლის გარშემო ხელოვნური სისხლი იყო დაღვრილი. პორნოვარსკვლავს ინტიმურ ადგილს
უფარავდა პლაკატი, რომელზეც ეწერა: “მაიმუნები მარსზე: კაცობრიობის გიგანტური ნახტომია უკან”. ეს ნილ არმსტრონგის, ცნობილი ფრაზის
(“ეს ადამიანის პატარა ნაბიჯი და კაცობრიობის უზარმაზარი ნახტომია”) ალუზიაა.

Zooclub

თავად მსახიობმა აღნიშნა, რომ როსკოსმოსის გეგმებმა ის ძალიან შეაშია.
“როცა გავაცნობიერე, თუ რამხელა ტანჯვა იქნება მაიმუნებისთვის მათი კოსმოსში გაგზავნა, მოვალე ვიყავი მემოქმედა”, - განმარტა ბენტლიმ.

იხილეთ ვიდეო
mimi
სულ მიკვირს, რუსეთის მიმარტ აქციაზე ,ყველა შიშველი დარბის ან წევს, ვერ გავიგე, ჩაცმულებს არ ეხერხებათ პროტესტი თუ ტიტლიკანა უფრო იქცევს ყურადღებას
მანანა-შ
archil-ს გეთანხმებით, მართალი ბრძანდებით, მაგრამ ცხოველების მიმართაც ხომ უნდა გამოიხატოს თანადგომა? ისინიც ხომ სულიერი არსებები არიან, მათაც ხომ ისევე სტკივათ და უხარიათ როგორც ჩვენ?
ბესო
რა არის დემოკრატია ?!?!? გარყვნილების დაკანონება თუ ადამიანური, წესიერების ღირებულებების დაცვა???
ვაი თქვენს პატრონს
archil
"რომ გავაცნობიერე, თუ რამხელა ტანჯვა იქნება მაიმუნებისთვის," ერაყის, ლიბიის, სირიის ხალხის ტანჯვას რატომ არ აცნობიერებთ დემოკრატების შუქურავ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?