პოლონეთის ქალაქმა ცხოველების ცირკის მიღებაზე უარი თქვა
პოლონეთის ქალაქმა ცხოველების ცირკის მიღებაზე უარი თქვა
"პოლონეთის ქალაქის ვროცლავის მერმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, არ მიეცათ ადგილი იმ ცირკისთვის, რომელიც ცხოველებს ექსპლუატაციას უწევს",- ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება.

"გამოვდივარ ცირკის წინააღმდეგ, სადაც ცხოველებს წვრთნიან. ქალაქის კუთვნილებაში არსებული შენობები მათ არ დაეთმობათ", - ამბობს ვროცლავის მერი.

აღსანიშნავია, რომ აქცია "ცირკი ცხოველების გარეშე - ვროცლავი" რამოდენიმე თვის წინ დაიწყო ვროცლაველმა ვეტერინარმა იაროსლავ ზაინოჩკოვსკიმ.
"მოვუწოდებ ქალაქის ხელისუფლებას არ დაუთმონ შენობა ცირკს, სადაც გამოყავთ ცხოველები", - დაწერა მან.

ვეტერინარის წერილს ხელი მოაწერა ასევე ვროცლავის უნივერსიტეტის რექტორმა, რამოდენიმე პოლონელმა დეპუტატმა, ვროცლავის დირექტორმა
და ქალაქის მერმა რაფალ დუტკევიჩმა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადრე მსგავსი პროტესტი დააფიქსირეს პოლონეთის შემდეგმა ქალაქებმა:
სრემი, კოლობჯეი და სლუპსკი.
მაია შილაკაძე
მეც ვუჭერ მხარს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?