თბილისში მეცხოველეობის დარგის საერთაშორისო ფორუმი იმართება
თბილისში მეცხოველეობის დარგის საერთაშორისო ფორუმი იმართება
თბილისში, 28-29 ოქტომბერს, მეცხოველეობის დარგის საერთაშორისო ფორუმი იმართება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილე ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს დარგის განვითარებას.

"საქართველოში მეცხოველეობის დარგს დიდი პოტენციალი გააჩნია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარების ხელშემწყობ არაერთ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული ფორუმი კარგი პლატფორმაა მეცხოველეობის დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის გამოცდილების გაზიარების, კონტაქტების დამყარების და ერთბლივი პროექტების შემუშავების მიმართულებით", - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

ფორუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მეცხოველეობის
დარგში არსებულ პრობლემებს, ცხოველთა დაავადებების პრევენციისა და მკურალობის მეთოდებს, საქონლის პროდუქტიულობის შემცირების გამომწვევ მიზეზებს განიხილავენ და მსოფლიოში მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით არსებულ სიახლეებს და ახალ ტენდენციებს გაეცნობიან.

ფორუმზე მოხსენებით წარსდგენიან კომპანიის "ინვეტი" დირექტორი დავით შალამბერიძე, კომპანიის "ბიომინი" წარმომადგენლები და ვეტერინარიის დარგის უცხოელი ექსპერტები.

მეცხოველეობის დარგის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბაქტერიოფაგის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ადგილობრივი ვეტერინარული კომპანიების წარმომადგენლები, ფერმერები და ვეტერინარ-ექსპერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

მეცხოველეობის დარგის საერთაშორისო ფორუმი 28-29 ოქტომბერს საასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ტარდება. ღონისძიება კომპანიის "ინვეტი" ორგანიზებითა და ავსტრიული კომპანია "ბიომინის" (მსოფლიო ლიდერი კომპანია ცხოველთა და ფრინველთა ნატურალური საკვებ-დანამატების წარმოებაში) მხარდაჭერით იმართება.
ალექსანდრე
ფორუმი და ყველაფერი კარგია მარა ფორუმზე უშუალოდ ფემერებიც რომ მოგეწვიათ რაიონებიდან აჯობებდა ასე მგონია-მეცხოველეობა გალსტუკით და ასვალტზე არ ვითარდება--ახალგაზრდა ფერმერებს რომ მიაქციოთ ყერადღება აჯობებს ალბათ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?