1 ოქტომბერი - ვეგეტარიანელების საერთაშორისო დღე
1 ოქტომბერი - ვეგეტარიანელების საერთაშორისო დღე
დღეს, 1 ოქტომბერს, ყველა ვეგეტარიანელი თავის დღესასწაულს აღნიშნავს.

ვეგეტარიანელების მსოფლიო დღეს ჩრდილოამერიკელი ვეგეტარიანელების გაერთიანების მიერ 1977 წელს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო 1994 წლის 1 ნოემბერს კი ეს დღე დღესასწაულად დაადგინეს. ამ დღეს ვეგეტარიანელების გაერთიანება არსებობის 60 წლისთავს აღნიშნავდა.

ვეგეტარიანიზმი - ეს არის ცხოვრების წესი, რა დროსაც ადამიანი ხორცზე, თევზზე და სხვა ცოცხალ საკვებზე ეთიკური მოსაზრების გამო, ან გამაჯანსაღებელი მიზნით უარს აცხადებს.

ვეგეტარიანელები იყვნენ პლატონი, სერგი რადონეჟელი, სერაფიმ საროველი, ბუდდა, კონფუცი, მაჰატმა განდი, ვოლტერი, ჟან-ჟაკ რუსსო, ლევ ტოლსტოი, ბერნარდ შოუ, ლეონარდო და
ვინჩი, ისააკ ნიუტონი, ჰენრი ფორდი და სხვ.

აი უკვე 163 წლის მანძილზე არსებობს განსაკუთრებული ცხოვრების
წესი - ვეგეტარიანიზმი. იგი ინგლისში ჩაისახა, ზუსტად იქ, 1847 წელს დაფუძნდა ვეგეტარიანელების პირველი გაერთიანება. ამ გადაწყვეტილებისკენ ბიძგი ინგლისელებისთვის ბუდდიზმი იყო, რომელიც ინგლისელი კოლონიზატორები ინდოეთში გაეცნენ.

დღესდღეობით ინგლისის მოსახლეობის 6% ვეგეტარიანელია, ხოლო ვეგეტარიანელების საერთაშორისო დღეს ნამდვილი დღესასწაულით აღნიშნავენ. რა თქმა უნდა ეს პროტესტის გარეშე არ ჩაივლის, რადგან ცხოვრების ეს წესი გავრცელებულია, მაგრამ ის მაინც უმცირესობაშია და ვეგეტარიანიზმის აბსოლუტური სარგებლობა ჯერ არ არის დამტკიცებული.

ვეგეტარიანელები დედამიწის მცხოვრებთა 9%-ს შეადგენენ, მაგრამ ყოველდღიურად ეს რაოდენობა იზრდება.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?