4 ოქტომბერს საქართველოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე (World Animal Day) აღინიშნება
4 ოქტომბერს საქართველოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე (World Animal Day) აღინიშნება
4 ოქტომბერს, მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე (World Animal Day) აღინიშნება.

1226 წელს, ამ დღეს წმინდა ფრანცისკ ასიზელი დაიღუპა. მან დააარსა ორდენი, რომელიც "ჩვენს პატარა ძმებს", ცხოველებსა და ფრინველებს იცავდა.

ფრანცისკის მოკრძალებულმა დამოკიდებულებამ ყველა სულიერის მიმართ, მისმა თანაგრძნობისა და სხვისი ტკივილის განცდის უნარმა განაპირობა ის, რომ იგი წმინდანად აღიარეს და ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.

არსებობს წმინდა ფრანცისკის სახელობის პრემია, რომელსაც ადამიანებს ბუნების დაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებენ.

გადაწყვეტილება ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ 1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დაცვის მომხრეების
საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს.

ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და
მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიმართული იქნება ყოველი ცოცხალი არსების მიმართ ადამიანური პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.

1986 წელს, ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო, 1987 წელს კი - კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია, გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროსა და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ აღინიშნა.

2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც ეს დღე რეგულარულად აღინიშნება.


4 ოქტომბერს თბილისში:

18:00 საათზე - ცხოველთა მოყვარული საზოგადოების ინიციატივით Backstage76-ში (ვაკის პარკი), ჩატარდება ღონისძიება ,,პლანეტაზე მარტონი არ ვართ“ .
ღონისძიების ფარგლებში ცხოველთა გაჩუქების აქცია და ცოცხალი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: საცეკვაო სტუდია "Salsa Sunrise", ქუჩის მუსიკოსები და საცხენოსნო კლუბი „სპირიტი“, რომელიც პონებს წარმოადგენს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავისი ოთხფეხა მეგობარი ღონისძიებაზე მიიყვანოს და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნოს.


"GSPSA - საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრები დამოუკიდებლად აღნიშნავენ მსოფლიო ცხოველთა დღეს და საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გამოაქვეყნებენ პეტიციას ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.
გაეცანით პეტიციას და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია: პეტიცია

გორში:

გორის თავშესაფრის ორგანიზებით ლეკვების გაჩუქების აქცია მოეწყობა.

ZooClub.ge-სთვის მოამზადა თეო ბითაძემ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?