ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის პირველი ფოტოები
ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის პირველი ფოტოები
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "ფეისბუქზე" ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის ფოტოებს აქვეყნებს. "აი, კიდევ ერთი ლომი, ვეფხვი თუ აფთარი ჩემს სახლთან ახლოს - ბაგების ტყეში, გადაღებულია 2 დღის წინ. ამას მაინც მიხედეთ", - წერს კუდავა. როგორც გაირკვა, მის მიერ გავრცელებული ფოტოები ნინო ნოღაიდელის გავრცელებულია. "ფოტოები ჩემი გადაღებულია, ჭავჭავაძის 83-თან, ეთნოგრაფიულის მიმდებარედ", - წერს ნინო.

გარდა ამისა, ერთდროულად სამმა მოქალაქემ მიაწოდა სამართალდამცავებს ფოტომასალა, რომელზეც მტაცებელია ასახული. ფოტოები დაახლოებით ერთ ტერიტორიაზეა გადაღებული. ადგილზე, სადაც ფოტოებია გადაღებული, ამჟამად სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები მუშაობენ.
რაც შეეხება ფოტოების ავთენტურობას, მონადირეებმა დაადასტურეს მისი ნამდვილობა, თუმცა, ამ წუთებამდე არსებობდა მოსაზრება, რომ სურათები
ფოტოშოპში ნამუშევარს წარმოადგენდა. თუმცა, მას ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ ფოტოები ერთი და იმავე ადგილზეა გადაღებული და მასზე კატისებრთა ოჯახის ცხოველია აღბეჭდილი.

Zooclub

Zooclub

წყარო:  ambebi.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?