"ვეძებთ ერთ დათვს, ერთ ვეფხვს და ზოლებიან აფთარს" - რას აცხადებდა ზოოპარკის ხელმძღვანელობა ტრაგედიამდე 1 დღით ადრე
"ვეძებთ ერთ დათვს, ერთ ვეფხვს და ზოლებიან აფთარს" - რას აცხადებდა ზოოპარკის ხელმძღვანელობა ტრაგედიამდე 1 დღით ადრე
"ვეძებთ ერთ დათვს და ერთ ვეფხვს. ვეძებთ ასევე ზოლებიან აფთარს, რომელიც ადამიანებისთვის საშიში საერთოდ არ არის, რადგან ის ჩვეულებრივი ძაღლივითაა", - აღნიშნული განცხადება გამოცემა "ლიბერალთან" საუბარში თბილისის ზოოპარკის თანაშემწე ხატია ბასილაშვილმა გააკეთა. იგივეს აცხადებდა ზოოპარკის საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე "ნეტგაზეთთან" საუბარში, თუმცა, საპირისპიროს ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

"ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. ჩვენ
გვქონდა ინფორმაცია, ეს ჰქონდა პრემიერსა და იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა. აღმოჩნდა, რომ
საწყობში ყოფილა კიდევ ერთი მტაცებელი ცხოველი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა შევიდა საწყობში, რომლებსაც საწყობი უნდა დაელაგებინათ. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოახდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა და პოლიციას შეატყობინეს", - აღნიშნა გომელაურმა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

წყარო:  ambebi.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?