ძაღლების თავშესაფარში მყოფი ათივე დათვი უვნებლად გადარჩა
ძაღლების თავშესაფარში მყოფი ათივე დათვი უვნებლად გადარჩა
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მყოფი ათივე დათვი უვნებლად გადარჩა.

სვანიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარში ძაღლებთან ერთად, ათი დათვი ჰყავთ შეფარებული. როგორც თავშესაფრის თანამშრომლები ჰყვებიან, მდინარე ვერეს ადიდების გამო, პატარა ზომის ძაღლების ვოლიერებიდან გამოყვანა მოხერხდა. რაც შეეხება დათვებს, თანამშრომლების თქმით, მათი გამოყვანა შეუძლებელი იყო.

"კიდევ 10-15 სმ-ით რომ მოემატა წყალს, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა, დაგვეხოცებოდა დათვებიც, რადგან მათი ვოლიერებიდან გამოყვანა საკმაოდ რთული პროცესია", - აცხადებენ თავშესაფრის თანამშრომლები.

მათივე ინფორმაციით, უამინდობის შედეგად დატბორილია საკვების საწყობი, განადგურებულია ასევე ტექნიკა, ავეჯი და მედიკამენტები.

იხილეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ვიდეო

ასევე გაეცანით: წუხანდელი სტიქიის შედეგად ძაღლების თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო (+ფოტო & ვიდეო)


თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მოხალისეების დახმარებას ითხოვენ (+ვიდეო & ფოტო)



ростовели
рага исет адгилзе каакетес тавшесапари иседац дачагрули цховелеби цкалс цаагебинес гули меткина...бевр адамианс дзагли ту ар джобдес.дге да гаме ик викнебоди ром вико ахлос.гитанагрзобт..
გიო
სახელმწიფო რასაც ქვია სერიოზულ დახმარებას გაუწევდა ამ თავშესაფარს. მაგრამ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ. აქ ბარდაგია...
ქართველი
ვაიმეე,როგორ დამწყდა გულიი!! კიდევ კარგი დათუნიები გადარჩნენ.საწყლები --ადამიანებიდან დაწყებული ცხოველების ცათვლით,რამხელა სტრესი მიიღეს,დილიდან ვეზებ ინფორმაციას და ფოტოებს ვუყურებ ,გული მიკვდება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?