სტიქიამ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი დააზიანა
თბილისში, სვანიძის ქუჩაზე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ ძაღლების თავშესაფარი წუხელ 12 საათისთვის დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმა მატერიალურადაც იზარალა, დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი მანქანა, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც.

როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?