უფლისციხეში ცხვრის ინფექციური დაავადების არსებობა არ დადასტურდა
უფლისციხეში ცხვრის ინფექციური დაავადების არსებობა არ დადასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტო უფლისციხეში ცხვრის დაცემის ფაქტთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათოლოგიური მასალის კვლევის შედეგების მიხედვით ინფექციური დაავდება არ დასტურდება. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, ცხვრის დაცემა ხანგრძლივმა ტრანსპორტირებამ და შიმშილმა, ასევე, ცხოველების მოვლა-შენახვის პირობების დაუცველობამ გამოიწვია.

შიდა ქართლის რეგიონში უფლისციხის საძოვარზე განთავსებული 13 ათასი სული ცხვრიდან 350-მდე ზემოთაღნიშნული მიზეზით დაეცა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე აგრძელებენ ვითარების კონტროლს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?