უფლისციხის მოსახლეობა სოფელში დაავადებული ცხვრის შეყვანას აპროტესტებს
უფლისციხის მოსახლეობა სოფელში დაავადებული ცხვრის შეყვანას აპროტესტებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის მოსახლეობა გორი-უფლისციხის საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრება. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" წარმომადგენელის, თეო ტლაშაძის განცხადებით, მოსახლეობის უკმაყოფილება იორდანიიდან დაავადებული ცხვრის შემოყვანამ გამოიწვია.

დეპუტატის ინფორმაციიით, რამდენიმე კვირის წინ ექსპორტზე საქართველოდან იორდანიის მიმართულებით ათი ათასამდე სული ცხვარი გავიდა, თუმცა, ცხვარი გაურკვეველი მიზეზების გამო, იორდანიის სახელმწიფომ არ მიიღო, რის შემდეგაც საქონელი საქართველოში, კერძოდ უფლისხიცეში დააბრუნეს. ამასთან, ტაშაძის ცნობით, იმპორტირებული ცხვარი ადგილობრივი არ ყოფილა, ანუ საექსპორტოდ უფლისციხიდან არ გაგზავნილა.

ტლაშაძის ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე დღის
წინ ათასამდე სული ცხვარი გარდაიცვალა. ხოლო ცოცხალ საქონელს გაურკვეველი დაავადების ნიშნები აღენიშნება.

"სოფელ უფლისციხეში დაახლოებით
ერთი კვირის წინ შეიყვანეს ათი ათასი სული ცხვარი, რომელიც იორდანიიდან მოაბრუნეს. საქონელი რეალიზაციისათვის გაყავდათ, თუმცა, იორდანიის სახელმწიფომ უარი თქვა მიღებაზე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცხვარი გემით ერთი თვის მგზავრობის შემდეგ, უფლისციხის საძოვრებზე შეიყვანეს. ცხვარი გაუერკვეველი დაავადებით არის დაავადებული. რამდენინმე დღის წინ აუღეს ანალიზები შესაბამისმა სამსახურებმა, თუმცა, მოსახლეობამ პასუხი არ იცის. ხალხი პანიკაშია, რადგან ათასი ცხვარი გარდაიცვალა და ორმოში ჩამარხეს. დანარჩენ ცხვარსაც სისხლი გასდის და ერთმანეთს კბენს. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტულ გზას გადაკეტავს, რომელიც გორიდან უფლისცხეში შედის. საფრთხე არა მხოლოდ უფლისციხეს, არამედ მთელ რეგიონს ემუქრება, რადგანაც უკვე მაღალი ტემპერატურაა",- განაცხადა თეო ტლაშაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი დეპუტატის, თემურ აფხაზიშვილის თქმით კი, ანალიზის პასუხს ხვალისთვის ელოდებიან.

გორის მუნიციპალიტეტის დეპუტატის ინფორმაციიით, მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ცხვრის დახოცვა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ. აფხაზიშვილის თქმით, გასარკვევია საკითხიც, თუ რატომ მოხდა დაავადებული ცხვრის სოფელ უფლისციხეში შეყვანა.

ასევე იხილეთ: "სურსათის ეროვნული სააგენტო უფლისციხეში ცხვრების დაცემაზე განცხადებას ავრცელებს"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?