თბილისის 106-ე სკოლის ეზოში მუნიციპალური თავშესაფრიდან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს
თბილისის 106-ე სკოლის ეზოში მუნიციპალური თავშესაფრიდან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს
21 მაისს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან, კავკსაიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი გაჩუქდა. 106-ე სკოლა პირველია, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მიეკედლებინა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველი, სკოლის ტერიტორიის სადარაჯოდ.

პედაგოგებისა და დირექტორის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია ღამის საათებში გაურკვეველი პირების შესვლა სკოლის ტერიტორიაზე და გარემოს დაბინძურების შემთხვევები. ასევე პედაგოგების მიზანია, რომ ბავშვები მიეჩვიონ ცხოველებზე ზრუნვასა და მოვლა-პატრონობას. სკოლის ტერიტორიაზე ბავშვებმა ძაღლს პატარა საცხოვრებელი სახლიც აუშენეს და შეუქმნეს გარემო, სადაც მათი მომავალი " ოთხფეხა მეგობარი" იცხოვრებს.

Zooclub
დან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს" width="617" height="463" />

Zooclub
დან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს" width="618" height="464" />

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის კინოლოგებმა და ვეტ-ექიმებმა პედადგოგებსა და ბავშვებს გააცნეს ცხოველის მოვლა-პატრონობისა და უსაფრთხოების წესები.

Zooclub

Zooclub

მუნიციპალური თავშესაფრიდან გასული ცხოველი, უსაფრთხოა, როგორც ადამაინებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის, არის კასტრირებული და აცრილი, რომელიც არ დაუშვებს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ბინადრობის არეალში სხვა, შესაძლო აგრესიული ან საშიში დაავადებების გადამტანი ცხოველების შემოღწევას, ასევე ხელს შეუწყობს სანიტარული ვითარების (მღრღნელები, ქვეწარმავლები) ბალანსს.

Zooclub

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ზრუნავს მსგავსი მიზნით მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდეს რაც შეიძლება მეტი ცხოველი. მათ სურთ, ცხოველები მოხვდნენ გარემოში, სადაც მათზე იზრუნებენ და არ აღმოჩნდებიან ისევ ქუჩაში. სააგენტოს მიზანია ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
Zooclub

Zooclub

tina
Aრ შეიძლება დაბმა- ტანჯვაა ცხოველის.რამე შევა ამათ თავში?! ერთი თავისი თავი წარმოიდგინონ.ამ პირობებში.ტან ეს არის მთის ძაღლი და აუცილებლად უნდა გასადევარი- ატარებენ მაინც სასეირნოდ,აკ სურათებში რომ პოზიორებენ ,ეს არ კმარა.
ბარათა
ჯაჭვზე დაბმული იმიტომ უნდა იყოს დღის განმევლობაში რომ ბავშვებს რამე არ უქნას. წყნარი ძაღლია მაგრამ შეიძლება ბავშვებმა გააღიზიანონ
თათი
რატომ ჯაჭვზე დაბმული. ალბათ დღისით იქნება დაბმული, მაგრამ ღამე აუშვებენ. ღამე ეგ პერიმეტრი უკვე მისია :)) და წესრიგიც დამყარდება :)
nini
ცოდოა მთელი ცხოვრება ჯაჭვით,კაით რაა!!
მაია
ჯაჭვით დაბმული რომ არ იყოს და თავისუფლად გაშვებული რომ იყოს ეზოში უფრო კარგი იქნებოდა:(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?