თბილისის 106-ე სკოლის ეზოში მუნიციპალური თავშესაფრიდან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს
თბილისის 106-ე სკოლის ეზოში მუნიციპალური თავშესაფრიდან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს
21 მაისს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან, კავკსაიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი გაჩუქდა. 106-ე სკოლა პირველია, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მიეკედლებინა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველი, სკოლის ტერიტორიის სადარაჯოდ.

პედაგოგებისა და დირექტორის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია ღამის საათებში გაურკვეველი პირების შესვლა სკოლის ტერიტორიაზე და გარემოს დაბინძურების შემთხვევები. ასევე პედაგოგების მიზანია, რომ ბავშვები მიეჩვიონ ცხოველებზე ზრუნვასა და მოვლა-პატრონობას. სკოლის ტერიტორიაზე ბავშვებმა ძაღლს პატარა საცხოვრებელი სახლიც აუშენეს და შეუქმნეს გარემო, სადაც მათი მომავალი " ოთხფეხა მეგობარი" იცხოვრებს.

Zooclub
დან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს" width="617" height="463" />

Zooclub
დან აყვანილი კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლი იცხოვრებს" width="618" height="464" />

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის კინოლოგებმა და ვეტ-ექიმებმა პედადგოგებსა და ბავშვებს გააცნეს ცხოველის მოვლა-პატრონობისა და უსაფრთხოების წესები.

Zooclub

Zooclub

მუნიციპალური თავშესაფრიდან გასული ცხოველი, უსაფრთხოა, როგორც ადამაინებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის, არის კასტრირებული და აცრილი, რომელიც არ დაუშვებს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ბინადრობის არეალში სხვა, შესაძლო აგრესიული ან საშიში დაავადებების გადამტანი ცხოველების შემოღწევას, ასევე ხელს შეუწყობს სანიტარული ვითარების (მღრღნელები, ქვეწარმავლები) ბალანსს.

Zooclub

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ზრუნავს მსგავსი მიზნით მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდეს რაც შეიძლება მეტი ცხოველი. მათ სურთ, ცხოველები მოხვდნენ გარემოში, სადაც მათზე იზრუნებენ და არ აღმოჩნდებიან ისევ ქუჩაში. სააგენტოს მიზანია ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
Zooclub

Zooclub

anarosa
ამ ძაღლს ადამიანებზე მეტი ესმის და მეტი ერთგულება შეუძლია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?