ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სკოლა "ივერონში" ლექცია ჩაატარა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სკოლა "ივერონში" ლექცია ჩაატარა
28 მაისს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სკოლა "ივერონში" ლექცია ჩაატარა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელმა "ივერონის" სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის წაიკითხა ლექცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებისა და მათთან ურთიერთობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ. მოეწყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის პრეზენტაციაც.

Zooclub

მოსწავლეებს აუხსნეს, თუ რა ზომები უნდა მიიღონ ცხოველის მხრიდან დაკბენის, დაკაწვრის შემთხვევაში, ასევე - თუ წააწყდებიან სავარაუდოდ დაკარგულ ან გასაჭირში მყოფ ცხოველს. "ივერონის" მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ესტუმრონ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს და იკისრონ მზრუნველობა ლეკვებზე. თავშესაფარი მათ უახლოეს პერიოდში უმასპინძლებს.

Zooclub

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ანალოგიური ხასიათის
შეხვედრებს სხვა სკოლებშიც გამართავს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?