ცხოველები, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ (ნაწილი II) (+ვიდეო)
ცხოველები, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ (ნაწილი II) (+ვიდეო)
კვლავ გავეცნოთ და მოვუსმინოთ მოსაუბრე ცხოველებს .

ნოკი - ვეშაპი

ნოკმა თავისი პირველი სიტყვა 1984 წელს წარმოთქვა, როდესაც ის 9 წლის იყო. ადამიანისთვის ეს დაგვიანებული იქნებოდა, მაგრამ ნოკი ვეშაპია.

ის 1977 წელს, ჯერ კიდევ სულ პატარა დაიჭირეს. შედეგად მან ადამიანის ლაპარაკის გამოჯავრება საკმაოდ ადრე ისწავლა. თუმცა მისი ნიჭი უცებ გაქრა მას შემდეგ, რაც ვეშაპმა მოწიფულობას მიაღწია, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ასეთი რამ საერთოდ მოხდა - საოცარია.

იხილეთ ვიდეო


Zooclub

აინშტაინი - აფრიკული რუხი თუთიყუში


18 წლის თუთიყუში სახელად აინშტაინი ტენესის შტატის
ნოკსვილის ზოოპარკის ბინადარია. მან დაახლოებით 200 სიტყვა იცის, ასევე 70-მდე ჟესტი და შეუძლია ადამიანები ერთმანეთისგან
გაარჩიოს. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას გააკეთებდა არახისის მისაღებად, თუთიყუშმა თავი გადააქნია და დაიყვირა: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!".

აფრიკული რუხი თუთიყუში აინშტაინი, რომელი ჩენთვის უკვე ნაცნობ ალექსს ჰგავს, ამტკიცებს, რომ რუხი თუთიყუში, შესაძლოა - ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფრინველია პლანეტაზე.

იხილეთ ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?