ბავშვების თვალით დანახული ცხოველთა სამყარო (სახალისო ფოტოები)
ბავშვების თვალით დანახული ცხოველთა სამყარო (სახალისო ფოტოები)
ბლოგერმა, მეტსახელად ტომიმ, რომელსაც ორი შვილი - ალი და დომი ჰყავს, ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნა ფოტოშოფით შექმნილი ცხოველები. ნახატები გვიჩვენებს, თუ როგორ ხედავენ მისი შვილები ამა თუ იმ ცოცხალ არსებას.

ალის და დომის ხატვა პატარაობიდან უყვართ, ხოლო მამამ გადაწყვიტა მათ მიერ დახატული ცხოველები ფოტოშოფით "გაეცოცხლებინა". მშობლები სახალისო შედარებებს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებენ, რომლებსაც ათასობით მოწონება და გამოხმაურება აქვთ.

სოციალური ქსელის მომხმარებლებს იმდენად მოეწონათ ეს იდეა, რომ გადაწყვიტეს, თავიანთი შვილების ნახატები ბლოგერისთვის გაეგზავნათ თხოვნით - ისინიც დაემუშავებინა ფოტოშოფით.

იხილეთ ტომის მიერ გაცოცხლებული სახალისო ნახატები,
რომელთა ავტორებიც ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. 

ასევე იხილეთ:

კატების 15 ყველაზე სახალისო ტრანსფორმაცია მხატვარმა მარტივი
მონახაზით შექმნა


რა გამოვა, თუ ბავშვის მიერ დახატული ცხოველები ცოცხალ არსებებად გადაიქცევიან?

თეთრი დათვის ბელი ფოტოგრაფს მეგობრულად მიესალმა... ყველაფერი ამით არ დამთავრებულ

გიგანტური ტაქსა ნიუ-იორკის ქუჩებს იპყრობს
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?