ისინიც გრძნობენ: აფრიკის ბინადარი ცხოველების ემოციური ფოტოები
ისინიც გრძნობენ: აფრიკის ბინადარი ცხოველების ემოციური ფოტოები
ისინი არიან დიდებული, საშიში, ამაყი და ამასთანავე დაუცველი არსებები, რომლებიც ადამიანების მსგავსად, გრძნობენ ტკივილს, შიშს, შიმშილს... ფრანგმა ფოტოგრაფმა, ლოურენ ბაუემ, რომელიც ცნობილია ველური ბუნების შთამბეჭდავი ფოტოებით, საზოგადოებას წარმოუდგინა ცხოველების მნიშვნელოვანი მხარე.

ზოგიერთ ფოტოზე აფრიკის ბინადრები პირდაპირ ობიექტივში იყურებიან, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთადერთი კადრით გადმოსცემს სიყვარულსა და სითბოს.

ფოტოგრაფის ფოტოწიგნი, სახელად - "აფრიკის ველური ბუნების ოჯახური ალბომი" (The Family Album of Wild Africa) მოიცავს 300 შავ-თეთრ ფოტოს.

"ამ ფოტოებზე არ არის წარმოდგენილი ცხოველების სისასტიკე და რისხვა. ფოტოხელოვანმა საზოგადოებას წარმოუდგინა ჩვენი პატარა ძმების
მგრძნობიარე მხარე", - წერია ფოტოწიგნის წინასიტყვაობაში.

იხილეთ ემოციური ფოტოგალერეა

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ცხენების ზღაპრული ფოტოები,
რომლებიც ისლანდიაში ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ


ბრიტანელი ფოტოგრაფი ერთი წლის განმავლობაში დიდი კატების პორტრეტებს იღებდა

რატომ არის ველური ბუნების ფოტოხელოვნება საუკეთესო პროფესია მსოფლიოში?
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?