ბრიტანელი ფოტოგრაფი ერთი წლის განმავლობაში დიდი კატების პორტრეტებს იღებდა
ბრიტანელი ფოტოგრაფი ერთი წლის განმავლობაში დიდი კატების პორტრეტებს იღებდა
ფოტოგრაფ რალფ პერუს ერთი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ კადრებზე დიდი კატები აღებეჭდა. მტაცებლების პორტრეტები მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოვიდა.

ხელოვანმა გადაწყვიტა ცხოველები ახლო კადრით გადაეღო და ობიექტივი პირდაპირ მათ ტერიტორიაზე დაამონტაჟა. მტაცებლებს  დიდი დრო ჰქონდათ, რათა ფოტოგრაფსა და მის ნივთებს შეჩვეოდნენ. დიდ კატებს არავინ აიძულებდა პოზირებას - მათ შეეძლოთ კამერასთან თავისუფლად მიახლოება.

რალფმა ეშმაკობა გამოიჩინა და თავის "მოდელებს" საკვების მიღების დროს აკითხავდა, ამიტომ ცხოველებისთვის მამაკაცი სასიამოვნო ასოციაციას იწვევდა და ისინი უცხო ადამიანის გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობენ.  ფოტოგრაფმა ლომებთან, ვეფხვებთან და სხვა დიდ
კატებთან ერთად ერთი წელი გაატარა. გარდა ულამაზესი კადრებისა, მან მტაცებლების ხასიათის შესწავლაც მოასწრო.

რალფ პერუს
მიერ შექმნილი პორტრეტები იმდენად ნათელია, რომ თითოეული ცხოველის გრაციოზული გამოხედვა მკვეთრად ჩანს.  

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ცხენების ზღაპრული ფოტოები, რომლებიც ისლანდიაში ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ

ზებროიდი ანუ უნიკალური ზებრა-ცხენი

მუშაობისგან დაღლილ ფუტკრებს პირდაპირ ყვავილებში სძინავთ
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?