ზებროიდი ანუ უნიკალური ზებრა-ცხენი (შთამბეჭდავი ფოტოები)
ზებროიდი ანუ უნიკალური ზებრა-ცხენი (შთამბეჭდავი ფოტოები)
რა არის ზებროიდი? ეს გრაციოზული არსება გარეგნობით ზებრასაც ჰგავს და ცხენსაც. და მართლაც, ის ამ ორი განსხვავებული ცხოველის ჰიბრიდია. ეს სახეობა ძალიან იშვიათია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში ზებროიდი როგორც შინაური ცხოველი მაინც გვხვდება.

ფოტოგრაფმა კარინა მაივალდიმ ზებროიდის ფოტოები გაავრცელა, რამაც არაერთი ადამიანი დააინტერესა.

აფრიკაში ცხენისა და ზებრის ჰიბრიდს ტვირთმზიდად ამრავლებენ. ეს სახეობა ძალიან ძლიერი და ამტანია. დაავადებების მიმართ კი სხვა ცხოველებისგან გამორჩეული იმუნიტეტი აქვს - საუკეთესო მახასიათებლები, როგორც ზებრის, ისე ცხენის.

აფრიკაში ცხენისა და ვირისგან განსხვავებით, მას აქვს უპირატესობა, როგორც მუშა ცხოველს, რადგან
მისთვის ბუზი ცეცეს ნაკბენი ნაკლებადაა ზიანის მომტანი. ზებროიდი ზებრაზე მარტივად იწვრთნება, თუმცა, ის ცხენზე აგრესიულია.

ზებრისა და ცხენის ჰიბრიდი დიდი ხანია არსებობს. მას დარვინი თავის ჩანაწერებშიც მოიხსენიებდა.

როგორც წესი, ეს ჰიბრიდი მამრი ზებრისა და მდედრი ცხენის შეჯვარების შედეგად ჩნდება.

და მაინც, ზებროიდები გარეული ცხოველები არიან. მას ცხენის გარეგნობა აქვს, თუმცა, ფეხებზე, კისერსა და ნიდაოზე ზოლები აღენიშნება.

იხილეთ ამ საოცარი ჰიბრიდის შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც ფოტოგრაფმა კარინა მაივალდიმ გადაიღო.

წყარო: boredpanda.com
გალერეა
ბადრი
კარგი შემეცნებითი სტატიაა... უკეთესი იქნებოდა თუ ასევე მიუთითებდით, რომ აფრიკის ჯუნგლებში არსებობს დაახლოებით მსგავსი შეფერილობის, თითქმის მიმსაგავსებული ცხოველი ოკაპი(Okapia johnstoni), რომელიც ასევე ცნობილია ტყის ჟირაფის, კონგოური ჟირაფის, ზებრა ჟირაფის სახელით და მიეკუთვნება ჟირაფისებრთა ოჯახს.. ძალიან ლამაზი ცხოველია, მე მინახავსს კონგოში.. ოღონდ დემოკრატიული კონგოში და ცენტრალურ აფრიკაში...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?