მაიმუნმა დაბადების დღიდან ტორტი გაიტაცა (სახალისო ვიდეო)
სასაცილო ინციდენტი მოხდა კერალას შტატში (ინდოეთი), ადგილობრივი მცხოვრების დაბადების დღეზე. ახალგაზრდა მამაკაცმა მისთვის განსაკუთრებული დღის აღნიშვნა ბუნებაში გადაწყვიტა, თუმცა, მოულოდნელი "მძარცველის" გამოჩენის შემდეგ, სტუმრებმა ტორტის დაგემოვნება ვერ მოასწრეს.

მეგობრები ბუნებაში დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. დღესასწაულს ტორტის გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ იუბილარმა მხოლოდ ერთი პატარა ტორტის ნაჭრის აღება მოასწრო, რადგან მაიმუნმა ტორტი გაიტაცა და თავისი ნადავლით ხეზე სწრაფად აძვრა.

ცხოველმა ყოველივე ისე სწრაფად გააკეთა, რომ მისი დაჭერა შეუძლებელი იყო. ამიტომ დადევნება არავის უცდია.  

ვიდეოს ავტორმა კომენტარებში ხუმრობით დაწერა, რომ მაიმუნმა უცხო
ადამიანის დაბადების დღე მარტო აღნიშნა.

ასევე იხილეთ:

ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა ბებიას დაკარგულ პროთეზს, რომელიც ძაღლმა
მოიპარა


ზრდილობიანი დათვები ტურისტებს თათის აწევით ესალმებიან

ძაღლი უცხო ოჯახში საკვების სათხოვნელად მივიდა, თუმცა მის ყელსაბამზე უცნაურმა ტექსტმა მასპინძლები გააოცა




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?