პატრონებმა ძაღლს ისეთი დაბადების დღე გადაუხადეს, როგორც ოჯახის სრულუფლებიან წევრს (ემოციური ვიდეო)
მე-13 დაბადების დღეზე, ძაღლმა, სახელად ბეილიმ, ოჯახის წევრებისგან მიიღო სიურპრიზი, რომელსაც არ ელოდა. მისთვის განსაკუთრებულ დღეს პატრონებმა გაშალეს სადღესასწაულო სუფრა, შეიძინეს ულამაზესი ტორტი, ცხოველმა მიიღო მილოცვები და საჩუქრები. პატრონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ემოციური ვიდეო, რომელიც უმოკლეს დროში ჰიტად გადაიქცა.

ძაღლისთვის 13 წელი ადამიანის ასაკთან მიმართებით, დაახლოებით, 68 წელს უთანაბრდება, ამიტომ ბეილის პატრონმა, კეიტ დე სიუზამ, გადაწყვიტა ნამდვილი დღესასწაული მოეწყო - ტორტით, სანთლებით, მისალოცი სიმღერითა და საჩუქრებით.

Zooclub

"ჩვენს ბიჭს დაბადების დღე მივულოცეთ. მან ჩვენს ცხოვრებაში სიხარული, სითბო და სიყვარული მოიტანა", - ამბობს
შინაური ცხოველის პატრონი.

ბეილი თავის დაბადების დღეზე სადღესასწაულო ქუდში გამოაწყვეს.

Zooclub

ოჯახის ყველა წევრი სუფრასთან შეიკრიბა,
მათ მისალოცი სიმღერაც იმღერეს და ტორტზე სანთლებიც აანთეს.

Zooclub

როგორც ჩანს, ცხოველი ბედნიერია, რომ მისი დაბადების დღე ოჯახის წევრებმა ასე ლამაზად აღნიშნეს. "იმედი მაქვს, რომ ბეილის ეს დღე არასოდეს დაავიწყდება", - აღნიშნავს კომენტარებში ცხოველის პატრონი.

ასევე იხილეთ:

როგორ აღვნიშნო ჩემი ძაღლის დაბადების დღე?

ჩაპამ დაბადების დღეზე "მამისგან" საუკეთესო საჩუქრები მიიღო... პატარა ძაღლის რეაქცია საოცარია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?