ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა ბებიას დაკარგულ პროთეზს, რომელიც ძაღლმა მოიპარა
ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა ბებიას დაკარგულ პროთეზს, რომელიც ძაღლმა მოიპარა
ოჯახი ორი საათი უშედეგოდ ეძებდა ბებიას კბილის პროთეზს, სანამ მიხვდებოდა, თუ "ვინ" აიღო ის.

ბრაზილიელმა ანა კაროლინა ლიმამ და მისმა საქმრომ რამდენიმე თვის წინ ქუჩიდან უპატრონო ძაღლი აიყვანეს.

ძაღლს ლუნა დაარქვეს. 

Zooclub

ერთ დღეს ანა კაროლინა ლუნასთან ერთად რამდენიმე დღით ბებიას ესტუმრა. ცხოველმა და მოხუცმა საერთო ენა მალევე გამონახეს.

პატრონმა ლუნა რამდენიმე საათით მოხუცთან დატოვა და თავად საქმეებზე ქალაქში გავიდა. სანამ შვილიშვილი სახლში არ იყო, ქალმა დაძინება გადაწყვიტა, ხოლო კბილის პროთეზი ბალიშის ქვეშ დამალა. მან არ იცოდა, რომ ძაღლს ძალიან მოსწონდა დამალული
სათამაშოების ძებნა.

Zooclub

როდესაც მოხუცმა გაიღვიძა, პროთეზს ორი საათის განმავლობაში ეძებდა, თუმცა, მხოლოდ ანა კაროლინას მოსვლის
შემდეგ გაირკვა მისი ადგილმდებარეობა. სახლში დაბრუნებულ პატრონს ეჭვი გაუჩნდა, რომ ნივთის დაკარგვის მიზეზი ლუნა იქნებოდა. მან ძაღლს დაუძახა - ცხოველი კი გოგონას "გაღიმებული" შეეგება.

Zooclub

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ძაღლმა საკუთარ კბილებზე პროთეზი კარგად მოირგო, თუმცა, ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაიყოლიეს, რომ ნივთი დაებრუნებინა.

Zooclub

ლუნა თავს დამნაშავედ არ გრძნობდა და არც ნივთის დაბრუნებას ჩქარობდა, მაგრამ  კბილებში პროთეზით მოსიარულე ძაღლმა იმდენად გაამხიარულა პატრონი, რომ ის დასჯას გადაურჩა.

Zooclub

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ძაღლმა ეზოში კბილის პროთეზი იპოვა, პატრონი თავიდან ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა ცხოველს

ძაღლმა მძინარე პატრონს პროთეზი მოპარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?