სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს ლომების ფერმა, სადაც 108 გასაცოდავებული მტაცებელი ბინადრობს
სამხრეთ აფრიკაში  აღმოაჩინეს ლომების ფერმა, სადაც 108 გასაცოდავებული მტაცებელი ბინადრობს
აფრიკის საფარიში სტუმრობა ველური ბუნების სანახავად პოპულარული გართობაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მას მეორე, საკმაოდ სასტიკი მხარე აქვს.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, მიტოვებულ ფერმაში 108 ლომი თვითგადარჩენისთვის იბრძვის, ხოლო 27 მათგანი მძიმედ დაავადებულია.

მტაცებლებით სავსე  ვოლიერებში, რომლებიც ორ ლომზეა გათვალისწინებული, 30 ლომი ბინადრობს.

სამ ბოკვერს ნევროლოგიური მდგომარეობა - მენენგოენცეფალიტი (ტვინის ანთება)  აღმოაჩნდა.

ველური ბუნების დაცვის ეროვნულმა საბჭომ ამ ფერმას ყველაზე საშინელი უწოდა, რაც კი ამ დრომდე უნახავთ.

Zooclub

ველური ბუნების ფოტოგრაფისა და გიდის იან მიჰლერის თქმით, აფრიკაში ისეთი ფერმები ათასობითაა, სადაც ცხოველებისთვის გაუსაძლისი პირობებია.

"როდესაც ლომებს
ამრავლებენ იმისათვის, რომ მათი ძვლები შავ ბაზარზე გაყიდონ, ასეთი მომშენებლისთვის სულერთია, თუ როგორ ცოცხლობენ საწყალი
ცხოველები", - ამბობს იან მიჰლერი.

Zooclub

ყველაზე საშინელება ისაა, რომ ლომების ფერმიდან ველურ ბუნებაში გაშვება არ შეიძლება, რადგან მათ საკვების მონადირება არ იციან და დაიხოცებიან. ამ ეტაპზე, პრობლემის შესახებ შესაბამისი ორგანიზაციები ბევრს საუბრობენ, თუმცა გამოსავალს ვერ პოულობენ, ხოლო ცხოველები ტყვეობაში იტანჯებიან.

ასევე იხილეთ:

პრაიდიდან გაგდებული ლომის უკანასკნელი წუთები თვითმხილველს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება

ფოტოგრაფმა საფარის ველური ბუნება 3-წუთიან ვიდეოზე აღბეჭდა

ცხოველთა დამცველებმა "მსოფლიოში ყველაზე საშინელი" ზოოპარკის ბინადრები გადაარჩინეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?