სახლის პატრონებმა თავიანთ ეზოში ბურთით მოთამაშე დათვი ვიდეოზე გადაიღეს (სახალისო ვიდეო)
კოლორადოში ერთ-ერთი სახლის პატრონმა კადრზე შემთხვევით აღბეჭდა ყველაზე საყვარელი მომენტი: დათვი მისი სახლის ეზოში შეიპარა, თოვლში იგორავა და ფეხბურთის ბურთით ითამაშა.

"საზღვრის დამრღვევმა" სახლის პატრონების თვალწინ სახალისო სანახაობა მოაწყო.

ტყის ბინადარი პირველი თოვლით გახარებულია და სანამ ზამთრის ძილში "გაეხვევა", ბურთით თამაში გადაწყვიტა.

"ტელეფონზე ვსაუბრობდი, როდესაც უეცრად დათვი შევნიშნე, რომელიც ეზოში ძვრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებელმა ჩემი შვილების ბურთი დააზიანა, ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ მისი დანახვით", - წერს სოციალურ ქსელში ვიდეოს ავტორი სკოტ ვილჰაიტი.

ასევე იხილეთ:

ახალი სათამაშოს დანახვისას, ძაღლი სიხარულისგან "გაგიჟდა"

ვირი
აღფრთოვანებულია პატრონის ნაჩუქარი ბურთით


ძაღლი გაოცებული უყურებს კატას, რომელიც ბურთით უცნაურად თამაშობს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?