პატრონმა კატის თამაში და ძაღლის გაკვირვებული მზერა ვიდეოზე გადაიღო. როგორც ცხოველების მფლობელი ვიდეოს კომენტარში აღნიშნავს, ისინი ერთად გაიზარდნენ, საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა, ერთმანეთის გაოცება გარკვეულ მომენტებში კარგად გამოსდით.
კადრებში ჩანს, თუ როგორ თამაშობს ფუმფულა ბინადარი ბურთით, რამაც ძაღლის ყურადღება და გაკვირვება გამოიწვია. სოციალურ ქსელში ვიდეომ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, მას არაერთი გაზიარება და კომენტარი მოჰყვა.
ასევე იხილეთ:
უკმაყოფილო ფრანგული ბულდოგი პატრონს ყოველთვის უცნაური ხმით "საყვედურობს" და პარკში წასვლას ითხოვს
ახალი სათამაშოს დანახვისას, ძაღლი სიხარულისგან "გაგიჟდა"
ძაღლმა მოფერებისას კატა ლამის შეჭამა