ცხენი თოვლში ჩარჩა, ის 4 დღის გნმავლობაში გამოსვლას ვერ ახერხებდა (+ვიდეო)
ცხენი თოვლში ჩარჩა, ის 4 დღის გნმავლობაში გამოსვლას ვერ ახერხებდა (+ვიდეო)
მთამსვლელებმა ანდებში აღმოაჩინეს სასიკვდილოდ განწირული ცხენი, რომელიც დიდი თოვლის გამო, ვერ გადაადგილდებოდა. ცხოველი მარტო იყო, როგორც ჩანდა, მას ბრძოლის უნარიც აღარ ჰქონდა.

რაფაელ ფიასი და მისი მეგობარი სამხრეთ ამერიკის ანდებში აპირებდნენ დღის გატარებას, თუმცა, ამის მაგივრად მათ ცხოველის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

როდესაც ისინი თოვლით დაფარულ მთაზე ავიდნენ, შორიდან რაღაც გაურკვეველი საგანი დაინახეს. თავიდან ლოდი ეგონათ, თუმცა, მიახლოებისას აღმოჩნდა ცხენი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა.

მეგობრები ნიჩბებით ცდილობდნენ ცხოველის განთავისუფლებას. ერთი საათის შემდეგ ცხენს მოძრაობა შეძლო. რაფაელი მას ბარდათი გაუმასპინძლდა, ხოლო შემდეგ მთიდან ჩამოიყვანეს ცხენი,
რომელსაც პატრონი ელოდებოდა.

პატრონის თქმით, ცხენი 4 დღის განმავლობაში არსად ჩანდა. რომ არა ექსტრემალების მოგზაურობა ანდებზე,
ცხოველი დაიღუპებოდა. 

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

პოლიციელმა ძაღლის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო

ძაღლმა პატარა დელფინი გადაარჩინა

დედა სპილო 11 საათის განმავლობაში ცდილობდა ჭაში ჩავარდნილი შვილის გადარჩენას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?