ტურისტების მოულოდნელი შეხვედრა უზარმაზარ ანაკონდასთან (ემოციური ვიდეო)
ბრაზილიის მდინარეში გიდს ტურისტები ნავით გადაჰყავდა, როდესაც წყალში გიგანტური ანაკონდა გამოჩნდა. ქვეწარმავალმა ადამიანებით სავსე ნავი, შემთხვევით, მდინარის ზედაპირზე ასწია.

"ანაკონდას ეტყობოდა, რომ ახალი დანაყრებული იყო და ჩვენი "გაცნობის" ინტერესი საერთოდ არ ჰქონდა. ის თავის გზაზე მიდიოდა", - წერს სოციალურ ქსელში ვიდეოს ავტორი.

ჯგუფის გიდმა უზარმაზარ გველთან გახუმრებაც კი გადაწყვიტა და ის რამდენიმე წამის განმავლობაში კუდით ეჭირა, თუმცა, ცხოველმა თავი გაითავისუფლა და გზა მშვიდად განაგრძო.

ასევე იხილეთ:

გოგონა უზარმაზარ გველს წმენდს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობს

უშიშარი ბებია ორ პითონს შიშველი ხელებით გაუმკლავდა

გველი
უჩვეულო თვალებით ინტერნეტ სივრცეში პოპულარობას იკრებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?