ქალმა უზარმაზარი ობობა შეიფარა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას "შიშის ზარს სცემდა"
ქალმა უზარმაზარი ობობა შეიფარა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას "შიშის ზარს სცემდა"
ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონემ ახალ ბინადარს სახელი შეურჩია და ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა სტატუსით, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ობობების შიში.

ავსტრალიაში მდებარე ცხოველთა თავშესაფრის Barnyard Betty’s Rescue-ის დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა თავისი ახალი ბინადრის ფოტო. ეს არსება, არც მეტი არც ნაკლები, მდედრი გიგანტური ობობა-კიბორჩხალა აღმოჩნდა, რომელიც თავისი უცნაური შესახედაობით ფერმის მიმდებარედ მცხოვრებლებს შიშის ზარს სცემდა.

ადგილობრივი მოსახლეობა გიგანტურ ობობას მოსაკლავად დასდევდა, თუმცა ქალმა ის გადაარჩინა და სახელიც დაარქვა- შარლოტა.

Zooclub

"შარლოტას მოკვლა სურდათ. ისევე როგორც ობობების უმეტესობას, მას ასეთი
დამოკიდებულება არ
დაუმსახურებია,"- ამბობს თავშესაფრის მეპატრონე ბეტი ბერნარდი.

ბეტის თქმით, მსოფლიოში დაახლოებით 42 ათასი ობობას სახეობა არსებობს და მხოლოდ რამდენიმე მათგანია ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიში. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მტაცებელ ობობას ნაკბენი შეგრძნების მხრივ კოღოს ნაკბენს უთანაბრდება.

ბეტის ფოტოების დათვალიერებისას, ინტერნეტ მომხმარებელთა უმეტესობამ დადებითი კომენტარი დატოვა. "კეთილი გული გაქვს. უდავოა ბევრს არ უყვარს ობობა მისი შესახედაობის გამო,"-აღნიშნავდნენ ფოტოს კომენტარებში. სხვები წერდნენ, რომ ობობების ძალიან ეშინიათ, თუმცა არასოდეს კლავენ, ხოლო შარლოტას ისტორიის შემდეგ ამ მწერის მიმართ დამოკიდებულება სრულიად შეეცვალათ.

ასევე იხილეთ:

რატომ არ უნდა მოკლათ ობობა, რომელიც თქვენს სახლში ბინადრობს?

ზვიგენს დელფინის ეშინია და აი, რატომ

მკვლევრებმა წარმოადგინეს ობობა-მუტანტი "ძაღლის" თავით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?