ზვიგენს დელფინის ეშინია და აი, რატომ
ზვიგენს დელფინის ეშინია და აი, რატომ
ზვიგენი ითვლება წყლის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტაცებლად, თუმცა, მასაც ჰყავს საშიში მოწინააღმდეგე - ეს არც მეტი, არც ნაკლები ადამიანისთვის საყვარელი წყლის ბინადარი დელფინია.

არსებობს ვერსია, რომ დელფინის გამოჩენისას ზვიგენი "თავს შველის", რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს.

დელფინები ჯგუფებად ცხოვრობენ და არა ერთი მაგალითი არსებობს, რომ გონებრივად საკმაოდ  განვითარებულნი არიან, რასაც ამ დრომდე სპეციალისტები ვერ ხსნიან. თუ დელფინი ადამიანს ზიანს არ აყენებს და მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ეხმარება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უწყინარი არსებაა. მან კარგად იცის თავდასხმა და თავდაცვაც.

დელფინი დიდი სიჩქარით
ეჯახება ზვიგენს და ურტყამს ცხვირს მუცელში ან ლაყუჩებში, რაც მტაცებლის ყველაზე სუსტი ადგილებია, ხოლო დიდი
სიჩქარე და ძლიერი დარტყმა  ზვიგენისთვის შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს.

Zooclub

აგრესიული ზვიგენის დანახვისას, დელფინები უტევენ მას და ცხვირით ურტყამენ სრულ განადგურებამდე. თუ მტაცებელი დროულად გაეცლება ტერიტორიას, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსია. დელფინებისა და ზვიგენის ბრძოლა არც თუ ისე იშვიათად ხდება. რამდენად მშიერიც არ უნდა იყოს წყლის მტაცებელი, მას ადამიანზე თავდასხმის უნარი არ აქვს, თუ სიახლოვეს დელფინების ჯგუფი იმყოფება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დელფინების დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. იშვიათი მოვლენა არ არის, როდესაც წყლის ცხოველი ადამიანს ზვიგენის თავდასხმისგან იცავს.

Zooclub

რამდენიმე წლის წინ, ახალ ზელანდიაში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა: ოთხ მყვინთავს დელფინების ჯგუფმა ალყა შემოარტყა და გასვლის ნებას არ აძლევდა, თუმცა, შეშინებულმა ადამიანებმა მათგან გაქცევა რამდენჯერმე სცადეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთმა მყვინთავმა მოახერხა დელფინების გვერდის ავლა, რის შემდეგაც დაინახა უზარმაზარი, სამ მეტრამდე ზვიგენი, რომელიც მათ სიახლოვეს ცურავდა. თითქმის ერთი საათი დელფინები წყლის მტაცებელს ადამიანებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ, სანამ მყვინთავები უსაფრთხო ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ. მსგავსი ისტორიები საკმაოდ ბევრია,  დელფინები ძალიან ხშირად ეხმარებიან საფრთხეში მოხვედრილ ადამიანებს.

ასევე იხილეთ:

30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...

თუ კატას თქვენს საწოლში ძილი უყვარს. აი, რას ნიშნავს ეს...

რატომ არ უნდა მოკლათ ობობა, რომელიც თქვენს სახლში ბინადრობს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?