სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კიბორჩხალები საუკეთესო მეგობრები და მეზობლები არიან (ემოციური ვიდეო)
მსოფლიოში ცნობილია 5 ათასი კიბორჩხალის სახეობა, თუმცა, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მათ შესახებ. ფაქტებმა, რომლებიც სპეციალისტებისთვის უკვე ცნობილია, შესაძლოა, ჩვენი გაკვირვება გამოიწვიოს, ირწმუნება გამოცემა "Feedytv"-ი.

მაგალითად, იცოდით, რომ კიბორჩხალები მზრუნველი და მოსიყვარულე დედები არიან?

მდედრები, რომლებიც მცირე ზომის გუბურებში ბინადრობენ, თავდაუზოგავად ზრუნავენ თავიანთ შთამომავლებზე და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი შვილები სუფთა წყალში გაიზარდონ.

სპეციალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ კიბორჩხალა ერთგული მეგობარი და მეზობელია.

Zooclub

მკვლევრებმა გადაიღეს კადრები, როდესაც კიბორჩხალა თავის სამყოფელს ტოვებს და გამოდის, რათა მეზობელს იმ კიბორჩხალის მოშორებაში დაეხმაროს, რომელმაც
მისი საცხოვრებელი ტერიტორია დაიკავა.

გარდა ამისა, კიბორჩხალა გრძნობს ტკივილს, აღიქვამს საშიშროებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს
არსება გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ვიდეოში აღწერილია კიბორჩხალა, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავს, რათა მეგობარი ადამიანისგან დაიცვას.

ასევე იხილეთ:

კიბორჩხალამ კიდური მოიჭრა, რათა ცოცხლად არ მოეხარშათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?